18 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
გივი თარგამაძის საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიენიჭა.

თბილისის მთავარ პროკურატურაში გივი თარგამაძის დაკითხვა დასრულდა. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 1 საათი იმყოფებოდა. გივი თარგამაძის განცხადებით, მის საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიენიჭა.

გარდა ამისა, თარგამაძე უკმაყოფილოა იმ ფაქტითაც, რომ გამოძიებამ უარი განაცხადა საქმეში მონაწილე მეორე პირის დიმიტრი აბრამიშვილისთვის ბრალის წაყენებაზე. ეს ფაქტი გივი თარგამაძის შეფასებით, საქმის გაჭიანურებას გამოიწვევს.

“სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრებები, ჩემი და პროკურატურის არ დაემთხვა, მათ არ ჩათვალეს, რომ საკმარისი მტკიცებულებები გააჩნიათ და ამ ეტაპზე ჯერაც, დიმიტრი აბრამიშვილის არანაირი სტატუსი ამ აფეთქების საქმეში არ აქვს. თუმცა, მისი საქმის წარმოება გამოყვეს ცალკე, რაც ნიშნავს, რომ აქაც კიდევ ერთი 9 თვიანი ვადა იქნება და ანუ, შესაბამისად გაიწელება ეს პროცესი და ჩემი აზრით, დამთავრდება ისევ არაფრით,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.  

დღის ამბები