18 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
“მოითხოვე ქართული" - კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტი ოთხ ქართულ საწარმოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის “მოითხოვე ქართულის“ ფარგლებში, თბილისში ოთხ ქართულ საწარმოს ეწვია და მათი წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.

გიორგი მარგველაშვილმა სხვა კომპანიებთან ერთად ქართული ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია, ასევე ყავის საწარმო და ქართული ავეჯის შოუ რუმი მოინახულა. მან წარმოების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა და კომპანიაში დასაქმებულებს გაესაუბრა.

„ვინც ყიდულობთ პროდუქტს, ყოველთვის იკითხეთ თუ არის შესაძლებლობა, რომ იყიდოთ ქართული.  ისიც უნდა იცოდეთ, რომ მაგალითად საქართველოში აწარმოებენ ღრუბელს და როგორც წესი ჯობს, რომ იყიდოთ ქართული,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები