18 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების და პროფკავშირების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა 

დახურული გადაცემებისა და რეორგანიზაციის დეტალების გასარკვევად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდნენ. მთავარი საფრთხე, რასაც შეხვედრის ინიციატორები არხზე მიმდინარე პოცესებში ხედავენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდება.

საკადრო ცვლილებების, დახურული გადაცემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ შეხვედრაზე ახსნა-განმარტებების გაკეთება სამეურვეო საბჭოს წევრებს მენეჯმენტის ნაცვლადაც მოუწია, რადგან პროფკავშირების მოთხოვნის მიუხედავად, არხის ხელმძღვანელი პირები შეხვედრას არ დაესწრნენ.

დღის ამბები