ბათუმის მოვლენებზე დაკავებულ ორ პირს საპროცესო გარიგება გაუფორმდა. პროკურატურის შუამდგომლობით მინდია ბერიძეს ერთი წელი პატიმრობა და სამწლიანი პირობითი სასჯელი, ხოლო რევაზ ქერქაძეს 6 თვიანი პატიმრობა და წელიწადნახევარი პირობითი სასჯელი დაეკისრა.
ორივე მათგანმა ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმებას დათანხმდნენ. რაც შეეხება კიდევ 6 დაკავებულს, რომელთა საქმეც დღეს იხილებოდა, გადაიდო.
დაკავებულების ოჯახის წევრები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და მათ დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ. პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო გარიგება მათთვის მიუღებელია.