სარეკლამო მარკეტინგული კომპანია ”კადრის” დირექტორი ეკა ნადაშვილი ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ - ნადაშვილი, რომელიც ტელეკომპანიის სახელით იუსტიციის საბჭოს წევრებთან, იმედის ეთერში გასაშვები, მოსამართლეების საიმიჯო ფილმების მომზადებას გეგმავდა, ახლა ტელეკომპანიას მორალური ზიანის გამო უჩივის და 5 მილიონ ლარს ითხოვს.
უფრო ადრე, ნადაშვილის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმის აღძვრის მოთხოვნით, ტელეკომპანია იმედის ადვოკატმა მიმართა. ეკა ნადაშვილის უფლებადამცველი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის და ყველა იმ პირის დაკითხვას მოითხოვს, ვისთანაც მოსამართლეების საიმიჯო ფილმების მოსამზადებლად, ნადაშვილს მოლაპარაკება ჰქონდა. განცხადებას, ტელეკომპანია იმედში უკვე უპასუხეს.
“ქალბატონ ეკა ნადაშვილს არ ჰქონია არანაირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, საერთოდ არცერთი მესამე პირის მიმართ ტელე "იმედის" სახელით გაცემული. მითუმეტეს არანაირ სასამართლო ინსტანციაში. თუ მას რაიმე ასეთი დოკუმენტაცია ხელთ აქვს სასურველი იქნება, რომ წარადგინოს. სამართლებრივად აბსურდია და ყოველგვარ ლოგიკას და საღ აზრს არის მოკლებულია“ - განაცხადა ტელეკომპანია ”იმედის” იურისტმა ანდრო ლაშხმა.