უშგულში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები კოშკების რეაბილიტაციას მოითხოვდნენ.
უშგულში მე-11 მე-12 საუკუნის კოშკი დაინგრა. ზემო სვანეთის მოსახლეობა ამბობს, რომ კოშკს ბზარები დიდი ხნის წინ გაუჩნდა და გამაგრებას საჭიროებდა.
ადგილობრივები პასუხისმგებელ პირებს აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება არც თავად ამაგრებს კოშკებს და არც მოსახლეობას რთავს გაკეთების უფლებას.