18 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
კასპის რაიონში ცივი იარაღის მუქარით 80 წლის ქალი დააყაჩაღეს 

ყაჩაღური თავდასხმა 80 წლის ქალზე. ცივი იარაღით შეიარაღებულმა პიროვნება თანხის გამოძალვის მიზნით, მოხუცის სახლში შეიჭრა და დიასახლისს ფიზიკურად გაუსწორდა. 32 წლის მამაკაცი, რომელიც ადგილიდან მიიმალა, სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს.

შემთხვევა კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში მოხდა. სალომე ოძალოვი გვიან ღამით საკუთარ სახლში უცხო პირმა ჯერ სცემა, შემდეგ კი დანის მუქარით თანხა მოსთხოვა. მოხუცი იხსენებს, რომ ყაჩაღმა ის სარდაფში ძალით ჩაათრია.

მეზობლებისთვის ამ დრომდე უცნობია დამნაშავის ვინაობა, თუმცა ამტკიცებენ რომ ის თანასოფლელი არ იყო. შემთხვევიდან მალევე სოფელში საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მოხუცს რამდენიმე ადგილზე ხერხემლის მალების მოტეხილობა დაუდგინდა და კასპის რაიონული საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 179-ე, ყაჩაღური თავდასხმის მუხლით დაიწყო.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები