18 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის შეხვედრა პატრიარქთან და აუდიოჩანაწერი, რომელიც საპატრიარქომ გაასაჯაროვა

აუდიოჩანაწერი, რომელიც 34 წუთი და 55 წამი გრძელდება საპატრიარქომ შეხვედრიდან მესამე დღეს გაასაჯაროვა. საპატრიარქოს მიერ პატრიარქსა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში საუბრის დასაწყისში პატრიარქი ამბობს, რომ შეხვედრა იწერება, რადგან დამსწრეებმა განსხვავებული ინფორმაცია არ გაავრცელონ. ბრალდებულის ოჯახთან საუბრის დაწყებამდე ილია მეორე დეკანოზის ხმაურიანი ბრალდების შესახებ საუბრობს.

პატრიარქთან საუბარში დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აღნიშნავს, რომ მისი ძმის თავდებით გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიზანშეწონილი იქნება.

ოჯახმა ილია მეორეს შეხვედრის განმავლობაში აზრის დაფიქსირება რამდენჯერმე სთხოვა. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ პატრიარქმა სასულიერო პირებს ბრალდებულის მონახულება ჯერ კიდევ 10 დღის წინ დაავალა და მხოლოდ შეხვედრაზე გაიგო, რომ მისი თხოვნა ქორეპისკოპოსებმა არ შეასრულეს.

ხმაურიან შეხვედრაზე პატრიარქის რეზიდენციაში, უწმინდესმა დაძაბული საუბრის დროს 2-ჯერ ითხოვა მხოლოდ ერთს ელაპარაკა. დეკანოზის ოჯახს უწმინდესის ნაცვლად იქ მყოფი სასულიერო პირები პასუხობდნენ. პატრიარქმა 2-ჯერ იკითხა დეკანოზის მეუღლე და დაინტერესდა, რას იტყოდა ბრალდებულის ცოლი. პატრიარქს შეხვედრის დასულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბრალდებული დეკანოზის დედამაც მიმართა.

პატრიარქმა შეხვედრის განმავლობაში დეკანოზის შვილებიც იკითხა. საუბრიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მისი ნათლულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები