18 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ქვეყნის რუკა აფხაზეთის გარეშე - ტურიზმის ადმინისტრაციამ “National Geographic”-ს საპროტესტო წერილი ერთი თვის დაგვიანებით გაუგზავნა

საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშე “National Geographic”-ის რუსულმა ვერსიამ დაბეჭდა. გამოცემა "თრეველერმა" სტატია "გამარჯობა, გენაცვალე" აპრილი-მაისის ნომერში გამოაქვეყნა.

ტურიზმის დეპარტამენტი, რომელსაც გამოცემის ჟურნალისტი ანდრეი პალამარჩუკი საგანგებოდ ჰყავდა ჩამოყვანილი, დღეს უარყოფს, რომ ცნობილ გამოცემაში დაბეჭდილი სტატია შეკვეთილი იყო.

ტურიზმის დეპარტამენტმა “National Geographic”-ის რუსულ რედაქციას საპროტესტო წერილი მხოლოდ მას შემდეგ გაუგზავნა, რაც თემით "კურიერი" დაინტერესდა. სკანდალური ნომერი მკითხველმა მაისში იხილა, საქართველოს რუკის აფხაზეთის გარეშე დაბეჭდვაზე პროტესტი კი ერთი თვის დაგვიანებით მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ „კურიერმა“ არაერთხელ მიმართა, დღის ბოლომდე დუმილს ინარჩუნებდა საგარეო უწყება. სამინისტრომ საკითხის შესწავლა ახლა დაიწყო. რუსული გამოცემის სკანდალურ სტატიაზე საპროტესტო წერილი გააგზავნა “National Geographic”-ის ქართულმა გამოცემამ.

„კურიერისთვის“ დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ ჟურნალის იმ მაკეტში, რომელიც მათ რესპონდენტს გამოუგზავნეს რუკა საერთოდ არ ფიგურირებდა.

როგორი რეაქცია მოჰყვება ერთი თვით დაგვიანებულ პროტესტს რუსული “National Geographic”-დან ჯერჯერობით უცნობია. ტურიზმის დეპარტამენტში მოსკოვიდან საპასუხო წერილს ელოდებიან.

დღის ამბები