18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
მოახლოებული რამაზან ბაირამი - პრემიერმა საქართველოს მუსლიმთა თემს უმასპინძლა

პრემიერმინისტრმა საქართველოს მუსლიმთა თემს ვახშამზე უმასპინძლა. იფთარი მოახლოებულ რამაზან ბაირამთან დაკავშირებით გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა მუსლიმთა თემს რამაზანის თვე მიულოცა და სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში მათ წვლილზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა განიხილა ასევე მიმდინარე მხარდამჭერი სახელმწიფო პროექტები, მათ შორის კომუნისტური რეჟიმის დროს მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით დაფინანსება. 

"ჩვენ დიდი ძმობა გვაკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, სწორედ ამ განსხვავებულობაშია ჩვენი ერთობის და ჩვენი ქვეყნის ძალა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. თქვენი როლი ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები