18 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ვაკის პარკში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ვაკის პარკში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მაშო გელაშვილის სახელობის ღონისძიება მისმა მეგობრებმა მოაწყვეს. ხატვით გატაცებული 12 წლის გოგონა სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

მისი მეგობრების გადაწყვეტილებით, გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა, დიმიტრი ცინცაძის ფონდში გადაირიცხება და სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებული ადამიანების მკურნალობას მოხმარდება.

დღის ამბები