იუსტიციის საბჭომ ახალი წევრები დღეს უნდა აირჩიოს. მოსამართლეთა კონფერენციაზე საბჭოს წევრები დასახელებული 7 წევრიდან 4-ს ფარული კენჭისყრით აირჩევს.
იუსტიციის საბჭოს ახალი წევრობის კანდიდატად 7 პირი განიხილება: ირაკლი შენგელია, ხვიჩა გიგილაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, თეიმურაზ სვანიძე, ვასილ მშვენიერაძე, თამარ ბეჟანიშვილი.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ მოსამართლეთა კორპუსი კენჭს საბჭოს მდივნის კანდიდატურებს უყრის.