აქცია თბილისში - ნუცუბიძის #127-ში მცხოვრები მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივების თქმით, კომპანია "სვეტის" მიერ კორპუსის მშენებლობის დაწყების გამო, ტექნიკა მათ ეზოზე გაივლის. მოსახლეობის თქმით, განადგურდება მწვანე საფარი, რაც ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის.
მათი მოთხოვნაა, კომპანიის მიერ მშენებლობის დაწყებამდე, ალტერნატიული გზა გაკეთდეს, სადაც ტექნიკა გადაადგილდება.
მოსახლეობა აქციაზე ტრანსფარანტებით იმყოფება: "ნუ დაგვინგრევთ ეზოს, ნუ მოჭრით ხეებს".