18 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
შშმ პირები ხელისუფლებას მათი პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციას მართავენ. აქცია-მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან დაიწყო. შშმ პირები ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ მიემართებიან. რუსთაველის გამზირზე შეკრებილები 2006 წელს გაეროს მიერ მიღებული კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, ძირითადი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვენ.

შშმ პირები ასევე მიმართავენ ხელისუფლებას, რომ მათი პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ჩაერთონ. რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ბევრი პრობლემის წინაშე დგანან, მათ შორის არის ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, რომელიც მოუგვარებელია.  

შეკრებილები მოითხოვენ მათი და მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გარემოსთან ადაპტირებას.

მათი თქმით, დღევანდელი აქცია ცნობიერების ამაღლებისკენაცაა მიმართული. 

დღის ამბები