18 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
თუშეთში დაზიანებული ხიდი - შესაძლოა, სოფლების ნაწილი პარალიზებული აღმოჩნდეს

თუშეთში დაზიანებული ხიდის გამო, შესაძლოა, სოფლების ნაწილი პარალიზებული აღმოჩნდეს. უკვე რამდენიმე დღეა დიკლო-შენაქოს დამაკავშირებელ ხიდთან მისასვლელი მიწაყრილი ჩაინგრა, რომელიც სოფელ ომალოს ესაზღვრება.

ამის შედეგად, ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელია. თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ აღდგენითი სამუშაოები დროულად ვერ შესრულდა, მოსახლეობა მიმოსვლას ვეღარ შეძლებს.

მისივე თქმით, ახმეტის გამგეობა სპეციალურ გეგმაზე მუშაობს.

დღის ამბები