თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე ავარია მოხდა. ავტომანქანების შეჯახებას მსხვერპლი მოყვა. ერთმანეთს "ოპელის" მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. ოპელის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ტრაილერის მძღოლს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და პირველადი დახმარების შემდეგ, გაუშვეს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.