ბათუმში, ვარდების სკვერში, 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები. ასევე, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობდნენ.
ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებისას ძალადობის კვალი არ აღმოუჩენიათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.