18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად, "შუახევი ჰესის" მშენებლობა დასრულდა

ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად, "შუახევი ჰესის" მშენებლობა დასრულდა. კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერთან და ენერგეტიკის მინისტრთან ერთად, "შუახევი ჰესი" დღეს ოფიციალურად გახსნეს.

"შუახევი ჰესის" მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი, შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით. "შუახევი ჰესის" გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და ის მსოფლიოში სიგრძით მეორე ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია.

პროექტის ფარგლებში, დასაქმებული იყო საქართველოს 730 მოქალაქე. ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში ენერგოდეფიციტის დროს მთლიანად დარჩება საქართველოში.

დღის ამბები