18 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ზუგდიდში ე.წ. ფაიფურის დასახლებაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ

ზუგდიდში ე.წ. ფაიფურის დასახლებაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. 30 ოჯახი უკვე მრავალი წელია, ნახევრად დანგრეულ შენობაში ცხოვრობს. დევნილები ხელისუფლებას სხვა შენობაში გადაყვანას სთხოვენ.

დევნილები ამტკიცებენ, რომ არა ერთი თხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება არ ეხმარება. დევნილები ხელისუფლებისგან დაპირებულ ბინებს ან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გადაცემას მოითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ოფისის თავმჯდომარე დევნილთა სამინისტროს კორუფციული სქემით მოქმედებაში ადანაშაულებს. ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროში ბრალდებებს არ ეთანხმებიან და განმარტავენ, რომ დევნილების გასახლება სისტემატურად ხდება.

სანამ რიგი მოუწევთ, ზუგდიდის ე.წ. ფაიფურის დასახლების ავარიულ სახლში მცხოვრები 30 ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრებას ბინების მიღების მოლოდინში აგრძელებს.

 

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები