იყო თუ არა 38 წლის ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი პატრულის დაუდევრობა - ბოლო იფნრაოცმია, რაც "კურეირისთვის" გახდა ცნობილი ზურა ხუციშვილ-ელიბაშვილის სიცოცხლის ბოლო წუთების შესახებ, პატრულთან კონტაქტს ეხება.
ეკიპაჟის ბორტის კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დევნის შემდეგ BMW ბელიაშვილის ქუჩაზე ჩერდება, მძღოლი აღებს კარს, გარბის და მას პატრულის თანამშრომელი იარაღით მიჰყვება. რამდენიმე წუთში ადგილზე პატრულის 10-მდე ეკიპაჟი იკრიბება.
შსს "კურიერში" გასულ რეპორტაჟთან დაკავშიორებით განმარტებებს აკეთებს. უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ზურა ხუციშვილი-ელიბაშვილს მარჯვენა სანაპიროზე მაშინ აედევნა, როდესაც ის გადაჭარბებული სიჩქარით და დაშვებული საბურავით მოძრაობდა. შსს-ს განამრტებით, ელიაშვილის ქუჩასთან, საპატრულო ეკიპაჟმა ავტომანქანა გაჩერებული შეამჩნია, რა დროსაც მძღოლი გამოვიდა და ქვეითად მიიმალა. ძებნა გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ. უწყების ინფორმაციით, არც დევნამდე და არც მას შემდეგ, პოლიციას ზურა ხუციშვილ-ელიბაშვილთან კონტაქტი არ ჰქონია.
უცნობია, რატომ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით დაღუპული ახალგაზრდა და რატომ და რა ვითარებაში გადავიდა დედ-მამის დასახვედრად აეროპორტში მიმავალი ხუციშვილ-ელიბაშვილი წმ. ნიკოლოზის ეკლესიიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ამ საკითხზე შსს განმარტებებს არ აკეთებს.