ნატახტარის აეროდრომის ტერიტორიაზე ავიაშოუ გაიმართა. საჰაერო-სანახაობრივი მანევრები და ფიგურული ფრენები, პარაშუტით ხტომა, პარაპლანით ფრენა და სხვადასხვა საფრენი აპარატებით მანევრირება ბალტიისპირელმა მფრინავებმა შეასრულეს.
ავიაშოუს მიზანი საქართველოში ავიაფესტივალის "Fly Fest Georgia-ს" ტრადიციის დამკვიდრება იყო. ორგანიზატორების განმარტებით მსგავსი ფესტივალები ევროპულ ქვეყნებში ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ტურისტული ბიზნესის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.