18 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
თბილისის მერი პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

თბილისის მერი პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. სამუშაოებს გერმანული კომპანია ახორციელებს. სამშენებლო ბრიგადები 24 საათის განმავლობაში ერთდროულად პეკინის გამზირზე ხუთ მონაკვეთზე მუშაობენ. გათხრილია 798 მეტრი სიგრძის ტრანშეა.

სამუშაოები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს 16 ივნისს დაიწყო და აგვისტოში უნდა დასრულდეს. გამზირის ორმხრივად გახსნა კი 10 სექტემბრისთვის იგეგმება.

„პირველი კვირის სამუშაოები შეფასდა დადებითად, დაიგეგმა დეტალურად მეორე კვირის სამუშაოები. მნიშვნელოვანი რაც არის, მომდევნო კვირას იქნება ის, რომ ყველგან გრძელდება gwp-ის და სხვა კომპანიების მხრიდან მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლის სამუშაოები.

დღის ამბები