18 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
დავით ბაქრაძის თქმით პენსიის გაზრდა, ადგილობრივი ხელისულფების პრემიებისა და დანამატების შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს

პენსიის მატებასთან დაკავშირებით „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ინიციატივა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ქუთაისში მცხოვრებ პენსიონერს გააცნო. ქსენია გუგეშაშვილის განცხადებით, მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც წამლების შესაძენად და სამკურნალოდაც არ ჰყოფნის.

„ევროპული საქართველოს“ განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მიერ მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატი, ეს თანხა კი მთლიანად პენსიის მატებას მოხმარდება.

„ხელისუფლება საერთოდ აღარ საუბრობს პენსიის ზრდაზე, საერთოდ არ აწუხებს ის, თუ როგორ ცხოვრობენ პენსიონერები და ამიტომ ჩვენი, „ევროპული საქართველოს ინიციატივაა“, რომ უკვე ადგილობრივ არჩევნებზე ბიუროკრატიაზე დაზოგილი თანხით, იმ 320 მილიონით, რომელიც პრემიებად და დანამატებად დაირიგეს ჩინოვნიკებმა, ამ დაზოგილი თანხით ყველა რაიონში მოხდეს საპენსიო დანამატის შემოღება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები