18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
რუსეთი უკვე ათწლეულებია აშშ-ის დემოკრატიის განადგურებას ცდილობს - აშშ-ის დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელი

„რუსეთი უკვე ათწლეულებია შეერთებულ შტატებში დემოკრატიის განადგურებას ცდილობს,“ - ეს განცხადება შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაიკლ პომპეომ გააკეთა. მისი თქმით, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ რუსეთი საარჩევნო პროცესში ერეოდა.

"ეს სიახლე არ არის, თუმცა საყურადღებოა როგორ ვცდილობთ ჩვენ ამაზე რეაგირებას და მათ შეჩერებას,“ - განაცხადა პომპეომ.

დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ტყუილი უწოდა ყველა განცხადებას, რომლის თანახმადაც დონალდ ტრამპი სადაზვერვო ინფორმაციისადმი გულგრილია. მაიკლ პოლმეოს თქმით, პრეზიდენტი ზედმიწევნით მომთხოვნია და ყველა საკითხზე, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, მისგან ყოველდღიურად იბარებს ანგარიშს.

დღის ამბები