კაჭრეთის ამბასადორის სასროლეთში მედია ტურნირი გაიმართა. მედია სპორტინგში, რომელიც ვასო ფხაკაძის ინიციატივით ჩატარდა, ცხრა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. თითო გუნდი 3 მონაწილისგან იყო დაკომპლექტებული, აქედან ორი ჟურნალისტი, ერთი კი პროფესიონალი სპორტსმენი.
ტურნირის დასრულებისთანავე დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. როგორც ორგანიზატორი ამბობს მომავალში ანალოგიური შეჯიბრი უფრო ფართომასშტაბიანი და წარმომადგენლობითი იქნება.