"რუსთავი 2-ის" გუნდი მედია ჯომარდის გამარჯვებულია. ტურნირი საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ტრადიციული შეჯიბრება ბორჯომში სოფელ ჩითახევში გაიმართა და მასში მონაწილეობა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა 20-მა გუნდმა მიიღო.
"რუსთავი 2-ის" ნაკრებს სამახსოვრო თასი და მედლები გადაეცა. ტურნირის საუკეთესო ჯომარდელად "რუსთავი 2-ის" ოპერატორი გიორგი კვიწინაძე დასახელდა.