ვაკის პარკში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი "Job Fest" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ. ფესტივალის მიზანია დამსაქმებლების და სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების დაკავშირება. 80-მდე დამსაქმებელმა 700-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.
ფესტივალზე ფუნქციონირებს ასევე წარმატების კუთხე, სადაც კარიერული წინსვლის შესახებ მინი ლექციების მოსმენაა შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტრო კი აქცია "განიკურნეს" ფარგლებში "Job Fest"-ზე C ჰეპატიტის სკრინინგს ატარებს.