დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის პატრიარქთან შეხვედრის აუდიოჩანაწერი საპატრიარქოს გვერდიდან გაურკვეველი მიზეზების გამო წაიშალა, ამის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აუდიოჩანაწერი გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად დაიბლოკა და უკვე დილიდან საიტზე აღარ არის.
„ვარკვევთ ამის მიზეზებს, მანამდე კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იგივე ჩანაწერი იხილონ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გვერდზე“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.