18 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
თავდასხმა გურამიშვილზე - 4 ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს

გურამიშვილის გამზირზე 4 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, "აღმოსავლეთ  ევროპის უნივერსიტეტთან", შატილის 4 ნომერში მოხდა. როგორც ცნობილია დაშავებულები უნივერსიტეტში მიმდინარე ტურნირიდან გამოვიდნენ, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ.

ახალგაზრდა მამაკაცებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. 2 მათგანი სპორტსმენია, 2-ის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია. 

იმ ადგილთან ახლოს, სადაც ინციდენტი მოხდა, სპორტული ტურნირი ტარდებოდა. თვითმხილველების განცხადებით, დაჭრილებს შორის 2 - ტურნირის მონაწილეა, ხოლო დანარჩენი 2 - გულშემატკივარი. 

 

„შეჯიბრზე ვიყავით სპორტსმენები და არ ვიცი, გარეთ მოხდა შელაპარაკება და შემდეგ დაცვა გაისროლა იარაღი და ამის შემდეგ გამოვედით და ვნახეთ სისხლი და დაჭრილები. 2 სპორტსმენია და დანარჩენი მხარდამჭერები შეჯიბრის,“ - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

დაჭრილები მე-5 და მე-8 საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით, რომელიც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.

დღის ამბები