18 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ბათუმის მოვლენების საქმეზე დაკავებული ჩხვირკვია მე-4 დღეა შიმშილობს

ბათუმის მოვლენების საქმეზე დაკავებული ირაკლი ჩხვირკვია, მისი ადვოკატის, გიორგი ონიანის ინფორმაციით, მეოთხე დღეა შიმშილობს. პროტესტის მიზეზი წარდგენილი ბრალია. ჩხვირკვია თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მისი უფლებადამცველის თქმით, ბრალდებული ციხეში შექმნილ პირობებსაც აპროტესტებს - სახალხო დამცველთან შეხვედრასა და ქუთაისიდან თბილისში ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს.

ბრალდებებს სასჯელაღსრულების სამინისტროში უპასუხეს. უწყების განმარტებით, ჩხვირკვიას მოთხოვნით რამადნეიმე დღეა ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს, სადაც 24-საათიანი ვიდეო მეთვალყურეობა მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა დღეს საკვები აიღო.

„მას აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდეს კვლავ პატიმრობა, მაშინ, როდესაც არანაირი საფუძველი მის პატიმრობას არ ჰქონდა. გარდა ამისა, ციხეში აქვს მას რთული პირობები, როგორც თვითონ აცხადებს, 4-კაციან საკანში 6 ადამიანი სხედან და მათ შორის, ერთ-ერთი არის პოლიტიკურად მოტივირებული და ირაკლი ჩხვირკვიას აყენებს შეურაცხყოფებს პერმანენტულად, სანამ არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ირაკლი ჩხვირკვია არ აპირებს ამ პროტესტის ფორმის შეცვლას შეცვლას,“ - განაცხადა გიორგი ონიანმა.

დღის ამბები