18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
შეჩერებული დახმარება - მარტოხელა დედას 5 შვილთან ერთად ღამის გათენება ღია ცის ქვეშ მოუწევს

5-შვილიან მარტოხელა დედას, ღია ცის ქვეშ ღამის გათენება ემუქრება. სოციალურად დაუცველი ოჯახი უკვე სამი თვეა ხელისუფლებას კუთვნილი სოციალური დახმარების აღდგენას სთხოვს. ნინო კაპანაძემ დღეს სახლი უნდა დაცალოს და ღამე ქუჩაში გაათენოს.

6 სულიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება შეუჩერდა და ბინის ქირის გადახდას ვეღარ ახერხებს. შეჩერების მიზეზი კი ის გახდა, რომ ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი 5 თვის წინ შეიცვალა. ახალ მისამართზე გადასვლის შემდეგ კი სოციალურმა სააგენტომ შეამოწმა და გადამისამართებისთვის ხელახალი პროცედურები წამოიწყო, რასაც რამდენიმე თვე სჭირდება.

38 წლის მარტოხელა დედა ამბობს, რომ ახალი საცხოვრებლის საქირავებლად მეპატრონეები ორი თვის თანხის წინასწარ გადახდას სთხოვენ.

გაურკვეველია, სად შეაფარებს თავს 5-შვილიანი მარტოხელა დედა.

დღის ამბები