18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
გუშინ, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოკლული პირი, 2009 წელს ქუთაისში მომხდარ დაჭრაში ფიგურირებდა

გუშინ, გვიან საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოკლული გიორგი ფიცხელიანი 2009 წელს, ქუთაისში მომხდარ ინციდენტში ფიგურირებდა.

ცნობილი ხდება, რომ მან წყლის გამო დაწყებული ჩხუბის დროს ერთ პირთან ერთად, ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მოგვიანებით კი მისცა აღიარებითი ჩვენებაც და სასჯელი მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობაგუშინ გვიან საღამოს თბილისის ცენტრში მოხდა. ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში 27 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს. ახალგაზრდას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დღის ამბები