18 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ გადაცემულ ბინას აგვიტოს ომის ტყვეს უწყება აღარ აძლევს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ აგვისტოს ომის მონაწილისთვის გადაცემულ ბინას მოქმედი მინისტრი არ გასცემს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ მურმან დუმბაძის ბინა ერთი წლის წინ გაარემონტეს და ყოფილმა მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა, ოჯახს გასაღებიც გადასცა, თუმცა დღეს ბინის საკეტი გამოცვლილია.

11-დღიან ტყვეობაში ჩავარდნილ ჯარისკაცს თავდაცვის სამინისტრო ბინაში იმიტომ არ უშვებს, რომ უწყებაში ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი იმ დრომდე ვერ გაიცემოდა, სანამ ბინა არ დასრულდებოდა, დასრულების შემდეგ კი თინათინ ხიდაშელი მალე გადადგა.

უწყებაში განმარტავენ, რომ მურმან დუმბაძეს ბინა არ ეკუთვნის, რადგან ომის შედეგად, რაიმე სახის შეზღუდული შესაძლებლობა არ აქვს. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო, აგვისტოს ომის ტყვეს ბინას არ აძლევს, თუმცა საცხოვრებლის ქირის 1 წლით დაფინანსებაზე თანხმდება.

დღეს აჭარაში გარემონტებული 36 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ბინა დალუქულია.

„შეგნებული ადამიანი ამას არ იტყვის, რომ მე იქ ბინისთვის ვიბრძოდი და ან ფულისთვის ან თუნდაც რამე ხელმოსათბობად. მე ვიბრძოდი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო მთლიანი და რომ ჩვენს მომავალ თაობას არ დაჭირვებოდა ხელში იარაღის აღება და ბრძოლის ველზე გასვლა,“ - აცხადებს მურმან დუმბაძე.

დღის ამბები