18 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
2 ხის გადასაზიდად გაყიდული დასასვენებელი კომპლექსი - ოპოზიცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

აჭარაში მახინჯაურის დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორია ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ ინვესტორს 3 მილიონ 900 ათას ლარად, განვადებით, კონკურსის გარეშე მიჰყიდა. ამ ფართობზე ბიზნესმენს სასტუმრო უნდა აეშენებინა და ინვესტიციები უნდა განეხორციელებინა, თუმცა 2 კვირაში ინვესტორმა ფართობის გაყიდვა გადაწყვიტა.

მიწის გაყიდვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ასევე არ გადაუხდია ბიზნესმენს ტერიტორიის თანხა სახელმწიფოსთვის, თუმცა, ამ დროის განმავლობაში მიწაზე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის 2 ხის გადანერგვის სამუშაოები განხორციელდა.  

აღსანიშნავია, რომ მახინჯაურის დასასვენებელი ტურისტული ადგილით, ირანული კომპანიაც იყო დაინტერესებული, რომელიც ტერიტორიის ნახევარში 38 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავდა, თუმცა ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კომპანიამ თანხის გადმორიცხვა ვერ უზრუნველყო.

ოპოზიციური პარტიები ამ საქმეში კორუფციული გარიგებისა და ფულის გათეთრების ნიშნებს ხედავენ. ისინი სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები