18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
2 საუკუნის წინ დახურული თემა - კონსტიტუციური მონარქიის შემოღების იდეა გაცოცხლდა

საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების თემაზე პატრიარქის იდეას, რომელიც ზუსტად ერთი კვირის წინ გაჟღერდა, გამოხმაურებები მოჰყვა როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე ბაგრატიონებში. სამეფო გვარში რამდენიმე შტო არსებობს, რომლებიც ერთმანეთის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ, თუ ვის ეკუთვნის სამეფო ტახტი.

ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი მუდმივად უსვამდა ხაზს საკუთარი შტოს, გრუზინსკების უპირობო პირველობას.

საპატრიარქოს პრეს-მდივანი მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ მანამ სანამ პატრიარქი იდეას გააჟღერებდა, რამდენიმე დღის განმავლობაში მონარქიაზე პოლიტიკოსებიც საუბრობდნენ.

იდეის გაჟღერებიდან მეორე დღეს, პატრიარქს ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

კონსტიტუციურ მონარქიაზე რამდენიმე წლის წინ მაშინდელ ოპოზიციურ პარტიებშიც მსჯელობდნენ.

"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ, საპროგრამო პუნქტად პარტია კონსტიტუციურ მონარქიას წესდებაში განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა არაკონსტიტუციური მონარქიის სასარგებლოს.

ასევე, საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეას მალევე რუსული მედია გამოეხმაურა. კერძოდ, არხი "ცარგრადი", რომელიც ბიზნესმენ კონსტანტინე მალაფეევს ეკუთვნის. 

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი. 

დღის ამბები