18 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
დანგრევის პირას მყოფი ისტორიული შენობები თბილისში - გუდიაშვილის მოედანი სავალალო მდგომარეობაშია

გუდიაშვილის მოედანის გარშემო მდებარე სახლები სავალალო მდგომარეობაშია. მოედნის გარშემო 11 შენობაა და 9 ისტორიული მნიშვნელობის. სახლები დეფორმირებულია და უკვე დანგრევის პირასაა მისული. ტერიტორია, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემორჩენილი ისტორიული ნაწილია.

ბოლო 10 წელია, თბილისის მთავრობა, საზოგადოების პროტესტის ფონზე, მის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. რეაბილიტაცია ამ დრომდე დასრულებული არ არის. 

2015 წელს ქალაქის მთავრობამ „იკომოსის“ პროექტით გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია გამოაცხადა. პირველი ეტაპი საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენა იყო. ისტორიულ სახლებს დროებითი გამაგრება ჩაუტარდა, თუმცა სახლების შეკეთება აღარ გაგრძელდა.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი. 

 

დღის ამბები