18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
უშგულში ისტორიული კოშკები ნელ-ნელა ნადგურდება - ნაგებობები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს, დღეს ინგრევა

უშგულის უძველესი კოშკები, რომელიც უნიკალური არქიტექტურული ნაგებობებია,  ნელ-ნელა ინგრევა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 22 ივნისს მოხდა, როდესაც მე-10, მე-12-ე საუკუნეების, ჩარკვიანების კოშკი ჩამოინგრა.

კოშკი ზამთარში ჯერ კიდევ მყარად იდგა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ უშგულში არ არის ისტორიული ძეგლი, რომელიც დაზიანებული არ არის.

ჟიბიანის უბანში მდებარე კოშკები, წინა ხელისუფლების დროს გადაიხურა და ის დანგრევას გადაურჩა.

მუყმერი კი უშგულის უდაბნოდ იქცა, სადაც ყველაზე მეტი კოშკი ნადგურდება, რადგან ადამიანები აქ თითქმის აღარ ცხოვრობენ. არის კოშკები, რომელთა გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება.

ადგილობრივები მათ გადარჩენას ხელისუფლებას სთხოვენ.

ავტორი:თეა ადეიშვილი.

 

დღის ამბები