18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
13-სართულიანი კორპუსი 2-სართულიან სახლებს შორის - შმიდტების ოჯახი სასამართლოს მიმართავს

13-სართულიანი კორპუსი 2-სართულიან სახლებს შორის. პეტრიაშვილის ქუჩაზე განაშენიანების შეუსაბამოდ მაღალი კოეფიციენტის მქონე კორპუსი შენდება. მერიამ მიწის მფლობელებს კოეფიციენტი 1,5-დან 3,6-მდე გაუზარდა.

აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილის 46-ში მიწის მესაკუთრე კომპანია „მთაწმინდა 2006“-ია, რომლის 20% სომხეთში საქართველოს ელჩის, გიორგი საგანელიძის საკუთრებაა, წილის დარჩენილი ნაწილი კი დედამისსა და მის ძმას ეკუთვნის. გიორგი საგანელიძის ძმა, შოთა საგანელიძე აცხადებს, რომ ეს მიწა მათ მემკვიდრეობით ერგოთ. ის ასევე ამბობს, რომ კოეფიციენტის გაზრდა მხოლოდ მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ანალოგიური მოთხოვნა მერიამ მათ მეზობლებს დაუკმაყოფილა, რომლებიც ამჟამად „მთაწმინდა 2006“-ს უჩივიან.

შოთა საგანელიძე რაინერ და ნათია შმიდტებზე საუბრობს, რომლებიც პეტრიაშვილის ქუჩაზე კერძო სახლში ცხოვრობენ და აცხადებენ, რომ მერიისთვის კოეფიციენტის მომატების მოთხოვნით არასოდეს მიუმართავთ. დედაქალაქში პირველად 1993 წელს ჩამოსული გერმანელი ექიმი ფიქრობს, რომ 13-სართულიანი შენობები ძველი თბილისის იერსახეს გააფუჭებს და გაანადგურებს ქალაქის ხასიათს, რომელმაც თავის დროზე რაინერ შმიდტი ასე ძალიან მოხიბლა.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები