18 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
ახალწვეული ზურაბ კობალაძის საქმე - "ენმ" გამოძიების დაწყებას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” 20 წლის ახალწვეულის ზურაბ კობალაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ იკვეთება დანაშაულის ნიშნები და აუცილებელია, დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ.

ოჯახის წევრების თქმით, ზურაბ კობალაძე სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჯანმრთელი წავიდა, ათ დღეში კი მძიმე ფსიქიკური აშლილობით დაბრუნდა სახლში.

მათი მტკიცებით, გეგუთის ციხეში, სადაც ის მომზადებას გადიოდა, ახალგაზრდას სცემდნენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

„მზად ვარ ოჯახს ამ საქმესთან დაკავშირებით გავუწიო ადვოკატობა. ეს არის ცალსახად დანაშაული, რაზეც დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიება დაწყებული და დროზე უნდა გამოაშკარავდეს დამნაშავეები და ხელისუფლებამ ერთი წამით არ გაბედოს და არ დაიწყოს თავისი ჩვეული კომენტარები, რომ დაველოდოთ გამოძიებას. ეს არის საზოგადოების მაღალი ინტერესის სფერო და დაუყოვნებლივ უნდა დაიდოს გამოძიების შედეგები,“ - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ.

დღის ამბები