მზრუნველობა დასჯის ნაცვლად! ამ მოწოდებით დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს. მათი განმარტებით, ყოველი წლის 26 ივნისს მთელ მსოფლიოში "ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე" აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს არსებულ პრობლემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
სამოქალაქო სექტორში კვლავ საუბარობენ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციასა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე. მათი თქმით, ამ მიმართულებით რეფორმა აუცილებელია.