საქართველოს სახალხო დამცველი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობისა და თავმჯდომარის არჩევას ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ საბჭოს ახალმა წევრებმა მოსახლეობას საკუთარი დამოუკიდებლობა უნდა აჩვენონ.
გარდა ამისა, ომბუდსმენი იმ შენიშვნებზეც მიუთითებს, რომელიც მოსამართლეთა დისციპლინურ დარღვევებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან ისმის.
ნანუაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველი შემადგენლობის მხრიდან არცერთ შენიშვნაზე რეაგირება არ მომხდარა.
„მთავარი გამოწვევა საბჭოს მუშაობაში არის ის, რომ მათ უნდა შეძლონ და საზოგადოებას აჩვენონ, რომ არიან რეალურად დამოუკიდებლები. მთელი რიგი საკითხები არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს გათვალიწინებული ამ პროცესის. რათა გარკვეულწილად მოსამართლეთა შერჩევის და დაწინაურების პროცესი, რომელიც გრძელდება, იყოს მაქსიმალურად ღია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური რეაგირება იმ დისციპლინურ დარღვევებზე, რომელზეც სახალხო დამცველი და ასევე სამოქალაქო სექტორი წლების განმავლობაში მიუთითებდა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და რაზეც სამწუხაროდ, წინა შემადგენლობა არ იყო ადეკვატური და არ რეაგირებდა,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 8 ახალი, 4 მოსამართლე და 4 არამოსამართლე წევრი ყავს. საბჭოს მდივნის თანამდებობაზე კი, ლევან მურუსიძე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ შეცვალა, რომელსაც ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება.