18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ფოთში - აგრარულ ბაზართან პოლიციაა მობილიზებული

ხმაური ფოთის აგრარული ბაზრის გარე პერიმეტრზე - გარემოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას და დახლების აღებას აპროტესტებენ. 

გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების დემონტაჟი ქალაქის შესაბამისმა სამსახურმა გვიან ღამით განახორციელა და დღეს დილით მოვაჭრეებს ტერიტორია ცარიელი დახვდათ.

ადგილობრივები საკვები პროდუქტით უკვე წლებია აგრარული ბაზრის გარე პერიმეტრზე ვაჭრობენ.

ამ წუთებში ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მათთან მოლაპარაკებას აწარმოებენ და სანაცვლოდ აგრარულ ბაზარში შესვლას სთავაზობენ, რაზეც მოვაჭრეები უარს ამბობენ.

ხმაურის და დაპირსპირების გამო საჭირო გახდა დროს შეუძლოდ გახდა ერთი ადამიანი, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დამხარების ჯგუფის გამოძახებაც. აგრარულ ბაზართან პოლიციაც მობილიზებულია. 

დღის ამბები