18 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ნუ ვიჩქარებთ წინასწარი დასკვნების გამოტანას - სოფიო კილაძე აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრობს

უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ნათელი მოეფინება და ამ საკითხზე ნაჩქარევად დასკვნების გამოტანა საჭირო არ არის.

„ნუ ვიჩქარებთ წინასწარი დაკვნების გამოტანას, რა თქმა უნდა, არის გარკვეული კითხვის ნიშნები, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა ის არის, რომ შესაბამისად გავცეთ ამ კითხვის ნიშნებს პასუხი,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე კი ფიქრობს, რომ სამართალდამცველებს საშუალება უნდა მიეცეთ, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცენ.

„საერთაშორისო რეზონანსი, რაც ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევი არის, ეს არის განსაკუთრებული ყურადღების საქმე, რომელზეც ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ქართული მხარის პოზიცია ბოლომდე ღიად და დასაბუთებულად იყოს გადაცემული,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღის ამბები