18 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
თუ რამემ შეიძლება მუხთარლის საქმეს მოჰფინოს ნათელი, ეს იქნება პარლამენტის საგამოძიებო კომისია - ზურაბ ჭიაბერაშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე ქართული სპეცსამსახურების ჩართულობით გაიტაცეს, ქვეყნის იმიჯისთვის სერიოზული დარტყმაა და სიმართლის დადგენა აუცილებელია. ის აღნიშნავს, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შემქნა აუცილებელია.

„სტრასბურგიც, ბუნებრივია, ძლიან ბევრ კითხვას დასვამს საქართველოს მიმართ, თუ რამ გამოიწვია ეს გაუგონარი დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე და ამიტომ ვამბობთ, რომ "ევროპული საქართველოს" აზრით, თუ რამემ შეიძლება მდგომარეობას მოჰფინოს ნათელი, ეს იქნება პარლამენტის საგამოძიებო კომისია,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები