შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ წუთებში, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია იმართება.
აქციის ორგანიზატორები „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“, „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ და „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“ არიან.
მონაწილეებმა შსს-ს შენობის წინ დიდი ზომის პლაკატი, წარწერით „არ დასაჯო“ გაფინეს.