აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების დეტალების გასარკვევად საქართველოში ევროპის ერთ-ერთი გავლენიანი პარტიის ლიდერი ჩამოვიდა. „ალდეს“ ვიცე-პრეზიდენტი ჰენრიკ მორტენსენი დღეს თბილისში მთელი დღის განმავლობაში აგროვებდა ინფორმაციას აფგან მუხთარლის გაუჩინარების შესახებ.
ალდეს ვიცე-პრეზიდენტი დილიდან პოლიტიკურ მრჩევლებთან ერთად ”თავისუფალ დემოკრატებს,” მოგვიანებით კი ”რესპუბლიკელებს” შეხვდა. ევროპელი ლიბერალების წევრი პარტიები საქართველოში განმარტავენ, რომ ევროპელი პარტნიორების შეშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ მუხთარლის გატაცებიდან თითქმის ერთი თვის თავზე ხელისუფლება უმოქმედოა, რაც ერთი მაღალჩინოსანი დაუსჯია და მხოლოდ დაპირებებს იძლევა.
„კურიერის“ ინფორმაციით, თბილისში „ალდეს“ ვიცე-პრეზიდენტთან შესახვედრად აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია ”მუსავატის” თავმჯდომარე ბაქოდან საგანგებოდ ჩამოდის. არიფ ჰაჯილი აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა მუხთარლის საქმეზე რამდენიმე დღის წინ დაკითხეს.
”ალდეს” ვიცე-პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების გარდა დღეს ევროკავშირისა და IRI-ის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
მუხთარლის გარდა, პოლიტიკურ პარტიებთან საუბრის თემებს შორის საკონსტიტუციო რეფორმა და თვითმმართველობის მოახლებული არჩევნები იყო. „ალდეს“ ვიცეპრეზიდენტი ხვალ არასამთავრობო სექტორს ხვდება.