აზერბაიჯანული ოპოზიციის ლიდერი თბილისშია. პარტია „მუსავატის“ თავმჯდომარე თბილისში საგანგებოდ, აფგან მუხთარლის საქმეზე ერვოპული პარტია „ალდეს“ ვიცეპრეზიდენტთან და ქართულ ოპოზიციასთან სასაუბროდ ჩამოვიდა.
არიფ ჰაჯილი აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა მუხთარლის საქმეზე რამდენიმე დღის წინ დაკითხეს.
„მე დაკითხვაზე დამიბარეს აფგან მუხთარლის საქმეზე აზერბაიჯანში. ის საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს, თუმცა სინამდვილეში მეკითხებოდნენб რა ურთიერთობა მქონდა მე, როგორც პოლიტიკოსსб მასთან. ეს გამოძიება არ არის, ეს გამოძიების იმიტაციაა, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. მე ჩამოვედი აქ, რომ შევხვდე ოპოზიციურ პარტიებს. მუხთარლის საქმე განხილვის თემაა „ალდეს“ ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრაზეც. მინდა, გითხრათ, რომ აზერბაიჯანში აფგანის გატაცებამდე საქართველოს დემოკრატიის შუქურად აღიქმებოდა და აქ ჩამოდიოდნენ, რადგან აქ მეტი თავისუფლება ეგონათ. მუხთარლის საქმის შემდეგ აზერბაიჯანში ასე აღარ ჰგონიათ. აქ რომ მოვდიოდი, მეგობრებმა გამართხილეს, ფრთხილად ვყოფილიყავი, ქუჩაში მარტო არ მევლო და ჯიბეები ამომეკერა. მე მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის იმიჯზე უნდა დაფიქრდეს,“ - განაცხადა არიფ ჰაჯილმა.