თბილისში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პარტიის, „ალდეს“, ვიცერეპრეზიდენტი, ჰენრიკ მორტენსენი, უკვე რამდენიმე დღეა, იმყოფება. ის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლის, საქმეზე ინფრომაციას აგროვებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
ჰენრიკ მორტენსენი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, შევხდა. საუბარი დახურულ კარს მიღმა გაიმართა და განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ აფგან მუხთარლის საქმე იყო.
„ალდეს“ წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე და გამოთქვეს შეშფოთება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე დაინტერესდნენ პრეზიდენტის პოზიციით და იმით, თუ რას აკეთებს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისფულება,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.
„ალდეს“ ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილვის თემა ასევე საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.