დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა დეკანოზ გიორგი მამალაძესა და სასულიერო პირებს შორის დასრულებულია. დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილი და არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული ბრალდებულის საკანში, თითქმის, ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
სასულიერო პირებმა ამ შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს. დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილი მოკლე განმარტებით შემოიფარგლა.
ის, რომ სასულიერო პირების შეხვედრისას საუბარი ციანის საქმესთან დაკავშირებით არ ყოფილა, არ სჯერა დეკანოზის უფლებადამცველს. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთან სასულიერო პირების ვიზიტამდე იმყოფებოდნენ.
ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დღეს მთავარმა პროკურორმა ისაუბრა. ირაკლი შოთაძემ საგამოძიებო მოქმედებების კანონზომიერებაზე ისაუბრა და ამით ადვოკატების პრეტენზიებს გასცა პასუხი.
ქვეყნის მთავარმა პროკურორმა არც ის უარყო, რომ საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ ქვეყანა დროებით, სამართალდამცავ სტრუქტურებთან შეთანხმებით დატოვა.
ციანიდის საქმის არსებითი განხილვა თბილისი საქალაქო სასამართლოში ხუთშაბათს, ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება. პროცესზე შესაძლოა, პატრიარქის მდივან-რეფერატი, შორენა თეთრუაშვილიც, დაკითხოს.