18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ქართველი მეცოსოპრანოს კიდევ ერთი წარმატება პარიზის ოპერის სცენაზე

ქართველი მეცოსოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის, კიდევ ერთი წარმატება პარიზის ოპერის სცენაზე. მან „კარმენი“ ბასტილიის ოპერაში პირველად შეასრულა. კრიტიკოსებმა მისი ნამღერს ერთ-ერთი საუკეთესო უწოდეს.

პარალელურად, ანიტა რაჭველიშვილი წლის საუკეთესო საოპერო მომღერლის ტიტულისათვის იბრძვის. ფრანგი კომპოზიტორის, სენ სანსის. ოპერაში დალილას პარტიის სიმღერისთვის ანიტა მსოფლიოში აღიარებული კლასიკური მუსიკის ვებგვერდმა საკუთარი დაჯილდოვების ერთ-ერთ ნომინაციაში დაასახელა.

2017 წლის საუკეთესო ქალი მომღერლის კატეგორიაში ანიტასთან ერთად საუკეთესო საოპერო მომღერლებიც არიან.

"ბაჰთრაქის" კონკურსში გამარჯვებისთვის ანიტამ ყველაზე მეტი ხმა უნდა მოიპოვოს. ქართველი მეცო სოპრანოს მხარდაჭერა კი ყველა მსურველს ინტერნეტის მეშვეობით შეუძლია.

ამავე თემაზე
დღის ამბები